მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სატვირთო გადაზიდვების განვითარებას წარმოების ზრდა სჭირდება - APG Georgia

63eb3ef2534d2
მარიამ ვარადაშვილი
14.02.23 15:06
546
APG Georgia-ს დირექტორი ია ხომერიკი მიიჩნევს, რომ საქართველოდან საჰერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ეკონომიკის, კონკრეტულად კი წარმოების განვითარების გარეშე ვერ გაიზრდება.

როგორც მან BMGTV-ის ეთერში თქვა, ბაზარზე მცირე მოთხოვნის გამო საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან ასრულებენ ჩარტერულ ფრენებს.

“საქართველოდან სატვირთო გადაზიდვების ზრდა დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან, კერძოდ, წყაროების ზრდასთან. თუ წარმოება არ გვაქვს, რას გადავზიდავთ?! აქედან გამომდინარე, ტვირთები საქართველოში უფრო ჩამოდის ან ტრანზიტით გადის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალ თვითმფრინავი ჩერდება საქართველოში და მერე ევროპაში აგრძელებს ფრენას. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა. როგორც ვთქვი სატვირთო გადაზიდვების განვითარება პირდაპირ კავშირშია წარმოების ზდასთან და როცა ამ კუთხით წინსწვლა გაქვს, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა. საქართველოდან თუნდაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია იმ რაოდენობით არ გადის რომ ამან ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდოს. ამიტომ, ქართულმა ავიაკომპანიამ, რომელმაც თბილისიდან უნდა განახორციელოს რეგულარული რეისი ცარიელი იქნება თუ ეს საკითხი არ გამოსწორდა. სწორედ ამ მიზეზით დაფრინავენ ქართული სატვირთო კომპანიები სხვადასხვა ქვეყანაში”,-ამბობს ხომერიკი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან სატვირთო გადაზიდვები 19%-ით შემცირდა. 2022 წელს სატვირთო ავიაკომპანიების მიერ ჯამში 11 182 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 3 758 ტონა იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც 2.2%-ით არის შემცირებული. გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე სატვირთო გადაზიდვებით Turkish Airways-ს თითქმის 40% უკავია.

2022 წლის სატვირთო გადაზიდვებში ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასეთია:


37% TURKISH A/W (4 191,245 ტონა);
21% CARGOLUX AIRLINES (2 361,610 ტონა);
16% GEORGIAN AIRLINES (1 831,164 ტონა);
6% FLY PRO (688,253 ტონა);
4% SWIFT AIR (486,334 ტონა).

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველოდან განხორციელებულ სატვირთო გადაზიდვების ხუთეულში მხოლოდ ერთი ქართული კომპანიაა. ქვეყანაში რეგისტრირებული ავიაკომპანიები ძირითადად სხვა ქვეყნებიდან ასრულებენ სატვირთო გადაზიდვებს და ვერ ხვდებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ წარმოებულ სტატისტიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები