2024 წლის II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ქვეყნის რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია. განახლებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
გასვლების უდიდესი ნაწილი - 46.6%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
რაც შეეხება საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორებს, ანუ 15 წელზე მეტი ასაკის მოგზაურების რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში მათ მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა - 49.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5%-ს შეადგენდა.