ქართული შესაფუთი მასალების სექტორი ზრდას განაგრძობს. საგარეო ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი წლიურად 11,4 მლნ დოლარით, 47,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 31,47%-იან ზრდას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, შესაფუთი მასალებიდან ყველაზე მეტი - 27 მილიონი დოლარის ღირებულების ქაღალდის მუყაოს შეფუთვის ექსპორტი განხორციელდა. ქართული შესაფუთი მასალების რეალიზაცია ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებში ხორციელდება. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და რუსეთი.
ქვეყნების პირველი ხუთეული ექსპორტის მიხედვით:
აზერბაიჯანი - 31 665 970$
სომხეთი - 5 432 060 $
პოლონეთი - 2 634 120$ (ტომრები)
ბულგარეთი -1 863 440 $ (ქაღალდის მუყაოს შეფუთვა)
რუსეთი - 1 759 340 $
აღსანიშნია ისიც, რომ წლის პირველ 9 თვეში გაზრდილია საქართველოში შესაფუთი მასალების იმპორტიც. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 161,7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების შესაფუთი მასალები შემოვიდა, რაც წლიურად 7,5 მილიონი დოლარით, ანუ 4,89%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთავარ საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე მეზობელი თურქეთია, საიდანაც 9 თვეში 57,9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
ქვეყნების პირველი ხუთეული იმპორტის მიხედვით:
თურქეთი - 57 972 710 $
რუსეთი - 36 840 340 $ (აქედან, 29,5 მლნ - მინის ბოთლები)
სომხეთი - 17 611 640 $
ჩინეთი - 9 280 220 $
ირანი - 7 553 430 $.