მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტი 95%-ით შემცირდა - კლება $245 მილიონია

სპილენძი

სპილენძის მადნები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იყო, თუმცა 2024 წლის განმავლობაში აღნიშნული საქონლის ექსპორტი 95%-ით შემცირდა და მხოლოდ $12 მილიონი შეადგინა. წინა წელთან შედარებით საექსპორტო შემოსავლის კლება 245 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მაშინ როდესაც საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტის ვარდნა შეინიშნება, გლობალურ ბაზარზე სპილენძის ფასი რეკორდულად მაღალია და ის ტონაზე $11,000-ს აღწევს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოდან ექსპორტი განხორციელდება, ქვეყანას სპილენძიდან რეკორდულად მაღალი შემოსავლის მიღება შეეძლებოდა.

საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტის 2/3 ყოველწლიურად რეექსპორტს შეადგენს, ხოლო 1/3 ადგილობრივი წარმოების სპილენძია, თუმცა 2024 წლის განმავლობაში შემცირებულია როგორც ადგილობრივი წარმოების სპილენძის მადნების, ასევე იმპორტული სპილენძის მადნების რეექსპორტიც.

საქართველოდან სპილენძის მადნები ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე გადიოდა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქონლის ვარდნით, EU-ში საქართველოს ექსპორტიც შემცირდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი 132 მილიონი დოლარიდან 9.9 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც 93%-იან ვარდნას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები