მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება - სად ვყიდით პროდუქციას

მეორადი ტანსაცმელი

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან 38 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის და სხვა სახის ტანსაცმელი და ტანსაცმლის საკუთნოები გავიდა.

მაშინ როდესაც, 2024 წლის პირველ სამ თვეში პროდუქციის ექსპორტი 46.6 მლნ დოლარს შეადგენდა.

ქართული ტანსაცმლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც წელს პირველ კვარტალში 32.7 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

2025 წლის იანვარ-მარტში TOP-5 საექსპორტო ბაზარი ასეთი იყო:

  1. თურქეთი - 32.7 მლნ აშშ დოლარი
  2. სომხეთი - 3.5 მლნ აშშ დოლარი
  3. ბულგარეთი - 261 ათასი აშშ დოლარი
  4. ისრაელი - 244 ათასი აშშ დოლარი
  5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 190 ათასი აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გასულ წლებშიც შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2024 წელს ქვეყნიდან ჯამურად 160 მლნ დოლარის მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის და სხვა სახის ტანსაცმელი და ტანსაცმლის საკუთნოები გავიდა. 2023 წელს კი ექსპორტი 161 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2022 წელს - 165.3 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები