მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი რეკორდულად, $98 მლნ-მდე გაიზარდა

ტანსაცმელი

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში 98 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია და ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტის მაქსიმუმს წარმოადგენს. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, ისეთების როგორიცაა Nike, Addidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა ბრენდები.

საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის 75% ექსპორტზე თურქეთში გადის, საიდანაც ის შემდეგ გლობალურ ბაზრებზე ხვდება. ექსპორტის დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში იკერება, არის მაისურები, რომლის ექსპორტმაც წლის პირველ ნახევარში 48.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტანსაცმლის ექსპორტი საქართველოდან 2024 წლის პირველ ნახევარში:

1) მაისურები - $48.7 მილიონი დოლარი;
2) კოსტუმები, კომპლექტები მამაკაცის - $19.2 მილიონი დოლარი;
3) კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - $5.7 მილიონი დოლარი;
4) ბიუსტჰალტერები - $5.2 მილიონი დოლარი;
5) კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - $4.6 მილიონი დოლარი;
6) საბავშვო ტანსაცმელი - $3.6 მილიონი დოლარი;
7) კოსტუმები, კომპლექტები გოგოს - $1.4 მილიონი დოლარი;
8) სვიტრები და პულოვერები - $1.3 მილიონი დოლარი;
9) ქალის პალტოები - $1 მილიონი დოლარი;
10) ქალის ქვედა საცვლები - $0.5 მილიონი დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები