მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა

ცხვარ

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი გაიზარდა. 7 თვეში ქვეყნიდან 15.3 მლნ დოლარის  ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 9.2 მლნ დოლარის ცხვარი იყო გაყვანილი.

შეიცვალა და გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი. მიმდინარე წელს, ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა. ამასთან,  საექსპორტო ბაზრებს შორის აღარ ფიგურირებენ ეგვიპტე და იორდანია, სადაც 2022 წლის 7 თვეში 1.19 მლნ -ის და 1.1 მლნ დოლარის ცხვარი იყო გაყვანილი.

ქართული ცხვრის საექსპორტო ბაზრები / 2023 წლის 7 თვე

  • აზერბაიჯანი - 6.35 მლნ დოლარი
  • საუდის არაბეთი - 4.70 მლნ დოლარი
  • ერაყი - 2  მლნ დოლარი
  • ქუვეითი - 1.07 მლნ დოლარი
  • კატარი - 0.70 მლნ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.43 მლნ დოლარი
  • ირანი - 0.033 მლნ დოლარი

2023 წლის 7 თვე ცხვრის ექსპორტის მაჩვენებლით რაოდენობის მიხედვით რეკორდულია. ექსპორტზე 5028 ტონის წონის ცხვარი გავიდა. თუმცა, ღირებულების თვალსაზრისით, რეკორდული იყო  2021 წელი, როდესაც იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტზე 16.5 მლნ დოლარის ღირებულების და  4,973 ტონის საერთო  წონის ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები