წელს, საქართველოდან ცოცხალი ფრინველის როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი შემცირებულია.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 6 725 000 ფრთა ცოცხალი ფრინველი გავიდა, რაც წლიურად 37%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მხოლოდ 2024 წლის მესამე კვარტალში ექსპორტი 1 530 300 ფრთა იყო, რაც წინა წლის მესამე კვარტალზე 53%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იმპორტს, 9 თვეში ქვეყანაში 19%-ით ნაკლები, 5 700 500 ფრთა ცოცხალი ფრინველი შემოვიდა. მხოლოდ მესამე კვარტალში იმპორტი 1 526 600 ფრინველი იყო, რაც წლიურად 29%-იანი კლებაა.