საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი გახდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვეში ყირგიზეთში $53 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი გაიგზავნა, თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში საქართველო თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორ ქვეყნებს შორის არ იძებნება. ჩნდება, კითხვა, სად წავიდა პროდუქცია, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან შუა აზიურ ქვეყანაში გაიგზავნა.