2025 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოში სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში იმპორტის მოცულობამ 45.6 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი 38.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, სუნამოებისა და ტუალეტის წყლის იმპორტი წლიურად, 18.3%-ითაა გაზრდილი.
ქვეყნისთვის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის საფრანგეთი ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 14.2 მილიონი დოლარის სუნამოები და ტუალეტის წყალი შემოვიდა. მეორე ადგილზეა ესპანეთი 6.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას იტალია იკავებს – 4.5 მილიონი დოლარი. ასევე მნიშვნელოვანი მოცულობები დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (3.2 მლნ დოლარი), ბელგიიდან ($2.6 მლნ), ჩინეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან (თითოეული $2.5 მლნ), პოლონეთიდან ($2.2 მლნ), თურქეთიდან ($1.8 მლნ) და რუსეთიდან ($1 მლნ).
სტატისტიკა მიუთითებს, რომ სუნამოებისა და ტუალეტის წყლის სეგმენტი ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა სამომხმარებლო იმპორტში, რაც როგორც მოთხოვნის ზრდაზე, ისე ბაზრის გააქტიურებაზე მიუთითებს.




























