მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 2 თვეში $16.4 მლნ-ს ქათმის ხორცი იყიდა - როგორია საიმპორტო ფასი?

ქათმის ხორცი

წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 16.4 მლნ აშშ დოლარის 10,924 ტონა გაყინული და გაციებული ქათმის ხორცი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2024 წელს ფრინველის იმპორტირებული ხორცის საშუალო ფასი 1 კგ-ზე 1.47 დოლარი იყო, ხოლო წელს, 1.50 დოლარი გახდა. საუბარია საიმპორტო ფასზე საბაჟო გადასახადების გარეშე.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანის რეიტინგი, საიდანაც ქათმის ხორცს ვყიდულობთ, ასეთია:

  1. ჩინეთი - $5.4 მლნ-ს 2,960 ტონა;
  2. ბრაზილია - $3.3 მლნ-ს 2,558 ტონა;
  3. უკრაინა - $ 1.9 მლნ-ს 1,162 ტონა ;
  4. თურქეთი - $1.9 მლნ-ს 981.9 ტონა;
  5. ნიდერლანდები - $1.04 მლნ-ს 790.8 ტონა.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს საქართველომ ექსპორტზე 596.8 ათასის 329 ტონა ფრინველის ხორცი გაიტანა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 67%-ით ნაკლებია. ექსპორტი 2 ქვეყანაში სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები