მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ $30.9 მილიონის ლიფტები იყიდა - საიდან გაიზარდა იმპორტი?

ლიფტები

2025 წელს საქართველოში ლიფტების იმპორტი გაიზარდა. წლის განმავლობაში ქვეყანაში 30 მილიონ 952 ათასი დოლარის ღირებულების 9 192 ტონა ლიფტები შემოვიდა. წლიურად იმპორტის ღირებულება 21.5%-ით, მოცულობა კი 22.4%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ლიფტების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა საქართველოსთვის ჩინეთია. გასულ წელს ამ აზიური ქვეყნიდან 18 მილიონ 403 ათასი დოლარის ღირებულების 6 068 ტონა ლიფტის იმპორტი განხორციელდა. 2024 წელთან შედარებით ჩინური ლიფტების იმპორტი 15.2%-ით არის გაზრდილი.

იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც 9 მილიონ 329 ათასი დოლარის ღირებულების 2 498 ტონა ლიფტი ვიყიდეთ. ზრდა 13.8%-ია. სხვა ქვეყნებიდან ლიფტების იმპორტი მცირე იყო, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ტაილანდიდან, შვედეთიდან, საბერძნეთიდან, სლოვაკეთიდან, იტალიიდან და ლიეტუვადან მნიშვნელოვნად გაიზარდა, გასულ წელს ამ ქვეყნებიდან იმპორტი ან არ იყო, ან მინიმალური იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები