მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 4 თვეში $5 მილიონის კიტრი შეიძინა|სად ვყიდულობთ?

კიტრი

2026 წლის იანვარ-აპრილში კიტრის იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში კიტრის იმპორტმა $5 მლნ შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.

იმპორტის მოცულობამ კი 7 935 ტონა იყო, რაც წინა წლის 8 867 ტონასთან შედარებით 10.5%-იანი კლებაა.

იმპორტის უდიდესი ნაწილი კვლავ თურქეთზე მოდის - $3.9 მლნ და 5 643 ტონა. მეორე ადგილზეა ირანი $1 მლნ-ისა და 2 149 ტონის მაჩვენებლით. უფრო მცირე მოცულობებით კიტრი საქართველოში ასევე შემოვიდა აზერბაიჯანიდან ($68.2 ათასი; 93 ტონა), უზბეკეთიდან ($21.5 ათასი; 43 ტონა) და იორდანიიდან ($2.7 ათასი; 5 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები