მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ 9 თვეში $7 მლრდ-ის საქონელი შეიძინა - TOP-10 საიმპორტო პროდუქტი

616e8b6671148
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.21 13:10
893
საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს დიდი ადგილი უკავია. მიმდინარე წლის 9 თვეში 10 მლრდ დოლარიან ბრუნვაში იმპორტი 7 მლრდ დოლარს უტოლდება. საქსტატის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგების მიხედვით, გასული წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, 2021 წლის 9 თვეში ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტის შესაძენად 21.6%-ით მეტი თანხა გავიდა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების, ნავთობი და ნავთობპროდუქტების და სპილენძის მადნები და კონცენტრატები სახით იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკებისა და ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილესი საიმპოპრტო საქონლიდან კლება დაფიქსირდა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებსა და ხორბალსა და მესლინზე.

TOP-10 საიმპორტო საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 632.5 მლნ დოლარი, ზრდა - 5.2%;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 576.3 მლნ დოლარი, ზრდა - 57.2%;
3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 530.2 მლნ დოლარი, ზრდა - 24%;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 257.3 მლნ დოლარი, ზრდა - 11.8%;
5. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 207.4 მლნ დოლარი, კლება - 3.9%;
6. სატელეფონო აპარატები - 157.6 მლნ დოლარი, ზრდა -37.6%;
7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 110.9 მლნ დოლარი, ზრდა - 142%;
8. სატვირთო ავტომობილები - 86.1 მლნ დოლარი, ზრდა - 77.3%;
9. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 84.3 მლნ დოლარი, ზრდა - 202.3%;
10. ხორბალი და მესლინი - 67.8 მლნ დოლარი, კლება - 15.6%.

დანარჩენი საქონლის იმპორტმა კი 4.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 61.4%-ია.



რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო ბაზრებს, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2% შეადგინა. პირველ სამეულში კი თურქეთი (1 247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (718.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (599.9 მლნ. აშშ დოლარი) შედიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები