მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა, იმპორტი 2%-ით

ვაჭრობა

სტატისტიკის სამსახურმა საგარეო ვაჭრობის იანვარ-თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია.

ორი თვის ჯამით, შემცირებულია ექსპორტი და იმპორტიც. ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2.1 მლრდ აშშ დოლარი (შემცირდა 2%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4%.

აღსანიშნავია, რომ შემცირების განმაპირობებელი იანვარია, როცა ექსპორტი 26%-ით, იმპორტი კი, 10%-ით შემცირდა. რაც შეეხება თებერვალს, 2024 წლის თებერვალში ექსპორტმა 464.6 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა კი, 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა 2023 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 455.8 მლნ აშშ დოლარს, იმპორტი კი, 963.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. შედეგად თებერვალში ბრუნვა 10.7%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები