მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 9 თვეში ექსპორტზე $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების მოლუსკები გაიტანა - სად ვყიდით?

საქსტატი

2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში მოლუსკებისა და სხვა უხერხემლოების იმპორტი შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოდან 70 ტონა მოლუსკების შესაძენად 730 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ღირებულებით 31.9%-ით, მოცულობით კი 42.7%-ით ნაკლებია.

წლების მიხედვით მოლუსკებს იმპორტის დინამიკა 9 თვის მიხედვით ასე გამოიყურება;

2019 წელი - $205.6 ათასი, 35 ტონა;

2020 წელი - $118.5 ათასი, 18 ტონა;

2021 წელი - $404 ათასი, 50 ტონა;

2022 წელი - $1 მლნ, 122 ტონა;

2023 წელი - $729 ათასი, 70 ტონა.

მოლუსკების საიმპორტო ბაზრების რეიტინგში პირველ ადგილს იტალია იკავებს, თუმცა რეიტინგი იმპორტის ღირებულებით დგება, მოცულობით კი მთავარი მომწოდებელი ჩინეთია.

ღირებულების მიხედვით მოლუსკების TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  1. იტალია - $214 ათასი, 1 ტონა;
  2. ჩინეთი - $145 ათასი, 33 ტონა;
  3. ნიდერლანდები - $83 ათასი, 10 ტონა;
  4. საფრანგეთი - $68 ათასი, 2 ტონა;
  5. პორტუგალია - $58 ათასი, 7 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2018 წლამდე საქართველოდან მოლუსკების რეალიზების მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო. 482 ათასი დოლარის ღირებულების 80 ტონამდე მოლუსკების ექსპორტი პირველად გასულ წელს დაფიქსირდა. წელს კი მოლუსკების მხოლოდ 9 თვის ექსპორტი გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1 მილიონ 058 ათასი დოლარის ღირებულების 117 ტონა მოლუსკები გავიდა.

ადგილობრივად წარმოებული მოლუსკების რეალიზება მხოლოდ ორ ბაზარზე - საფრანგეთსა და იტალიაში მოხდა. ექსპორტის ძირითადი ნაწილი საფრანგეთზე მოდის, სადაც 1 მილიონ 051 ათასი დოლარი ღირებულების 116 ტონა გავყიდეთ. იტალიაში კი მხოლოდ 7 ათასი დოლარის 1 ტონა მოლუსკები გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები