მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ჩვენი მთავრობის დროს მიიღო ყველაფერი, თუ რამე მისაღები ჰქონდა ბოლო 10 წელიწადში - პრემიერი

პრემიერი

ჩვენი მთავრობის დროს მიიღო ქვეყანამ ყველაფერი თუ რამე მისაღები ჰქონდა, ბოლო 10 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ეფექტიანი მმართველობის დაგვირგვინება კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება.

"არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია ევროინტეგრაციისთვის იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. ეს იქნებოდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა კანდიდატის სტატუსი - ეს არის ჩვენი ეფექტიანი მმართველობის დაგვირგვინება.

ამ გადაწყვეტილებით და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, უსუსური, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სპეკულაციები დასრულებულია , რომ მთავრობას არაფერი გაუკეთებია, მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იმსახურებდა ამ სტატუსს? ადამიანები ვინც ამას ამბობს არაფერი გაუკეთებიათ, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო, პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო.

მთავარი ინტერესია რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. ხალხზე აპელირება უსუსური მცდელობაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები