მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ცხვრებისა და თხების ექსპორტით 11 თვეში $26 მლნ მიიღო

61d1ad665ff27
ვიქტორია მღებრიშვილი
02.01.22 15:00
2900
მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 25.7 მლნ დოლარის ღირებულების 8 157 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გავიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა, ხოლო რეალიზებული საქონლის მოცულობა - 25.7%-ით. აღსანიშნია, რომ ცხვრებისა და თხების ექსპორტი პანდემიამდელი წლის ექსპორტსაც აღემატება (2020 წელი - 19.5 მლნ დოლარი, 6 484 ტონა; 2019 წელი - 11.4 მლნ დოლარი, 4 270 ტონა).

წლების განმავლობაში ცხვრების და თხების ექსპორტი სულ 6 ქვეყანაში განხორციელდა და მთავარი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთია.

საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი:

1. საუდის არაბეთი - 18.1 მლნ დოლარი, 5 358 დოლარი;
2. აზერბაიჯანი - 5.4 მლნ დოლარი, 1 903 ტონა;
3. ქუვეითი - 1 მლნ დოლარი, 411 ტონა;
4. ლიბანი - 827 ათასი დოლარი, 424 ტონა;
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 175 ათასი დოლარი, 30 ტონა;
6. კატარი - 112.5 ათასი დოლარი, 29 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები