8 თვეში საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 40%-ით შემცირდა, ტენდენცია იცვლება და მხოლოდ სექტემბრის პირველ 20 დღეში საქართველოდან ექსპორტზე 35-40 ათასი სული ცხვარი გავიდა - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" "აგროქიზიყის" დამფუძნებელმა, ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა.
" გაყიდვის კუთხით ინტენსივობა არ არის შემცირებული. ბევრი ცხვარია, რომელიც უკვე გაყიდულია, მაგრამ ქვეყნიდან არ არის გაყვანილი. სექტემბრის ამ დღეში უკვე 35-40 ათას სულზე მეტია გასული ექსპორტზე და დარჩენილ პერიოდში, ალბათ კიდევ 40-50 სული გავა ექსპორტზე. რამდენიმე გემი მზად არის შემოსასვლელად და ასევე, აზერბაიჯანშიც გადის.
თუმცა, ცვლილებაა აზერბაიჯანის ბაზარზეც. წინა წლებში მაგალითად, გადიოდა უფრო მამალი ცხვარი და მაღალი მაღალი წონები. წელს კი, უფრო მეტად დედალი ცხვარი გადის. ეს, როგორც გავარკვიე, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენთან ცხვრის ფასი გაიზარდა და ყიდულობენ დედალ თოხლს. ფასი ასე უფრო ადეკვატური გამოდის", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
საქართველოდან ცხვრის ექსპორტი 40%-ით შემცირდა - სად ვყიდით?
წელს ცხვრის ჭირმა სულადობა დაახლოებით 20%-ით შეამცირა - ბექა გონაშვილი