2024 წლის 8 თვეში საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 40%-ით შემცირდა.
გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 23.9 მლნ აშშ დოლარის 8,443 ტონა ცხვრები გაიყიდა, მიმდინარე წელს კი, 16.9 მლნ აშშ დოლარის 5,063 ტონა.
ექსპორტის შემცირებას ფერმერების ნაწილი რეექსპორტის წილის კლებით ხსნის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზარზე, აზერბაიჯანში ქართლის რეგიონში დაფიქსირებული ჭირის შემთხვევების გამო ცხვრის ექსპორტი აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე აკრძალული იყო.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი, საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
- აზერბაიჯანი - $9.4 მლნ-ს 3,137 ტონა;
- საუდის არაბეთი - $6.1 მლნ-ს 1,407 ტონა;
- ლიბანი - $700 ათასის 315 ტონა;
- კატარი - $571.9 ათასის 152 ტონა;
- ერაყი - $156.2 ათასის 51.6 ტონა.