მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცოცხალი ცხვარი 7 ქვეყანაში იყიდება - ექსპორტი $32 მილიონამდე გაიზარდა

ფარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 234 ათასი სული ცხვარი 31.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა - 8%-ით (17 ათასი სულით), ხოლო ღირებულება 40%-ით (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.

2026 წლის 10 თვეში ექსპორტი 7 ქვეყანაში განხორციელდა. რაოდენობის მიხედვით ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აზერბაიჯანი (46%), საუდის არაბეთი (26%), ერაყი (13%) და ქუვეითი (7%).

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული სულადობით აზერბაიჯანი ლიდერობს, ექსპორტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შედარებით ძვირად ცხვარი ლიბიასა და საუდის არაბეთში იყიდება.

საქსტატის მონაცემებით, ცოცხალი ცხვრების თანხაში გამოსახული ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  1. საუდის არაბეთი: $11.7 მლნ
  2. აზერბაიჯანი: $9.9 მლნ
  3. ერაყი: $4.4 მლნ
  4. ქუვეითი: $2.3 მლნ
  5. ყატარი: $2.2 მლნ
  6. ლიბია: $1 მლნ
  7. უზბეკეთი: $131 ათასი

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში მიღებული ბრძანებით, საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტი გახდა შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით ალჟირი საექსპორტო ბაზრების ოფიციალურ სტატისტიკაში არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები