მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სლოვაკეთთან პესტიციდების კონტროლის მიმართულებით ითანამშრომლებს

232

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით ითანამშრომლებენ.

უწყების ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს გიორგი იაკობაშვილთან და მის მოადგილეებთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციას ინსტიტუტის ლაბორატორიული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზოლტან კრაშჩენიცი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა პესტიციდების კონტროლის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

"ყურადღება გამახვილდა მცენარეთა დაცვის საშუალებების შემადგენლობის, ხარისხისა და ნარჩენების კონტროლის პროცედურებზე. საუბარი შეეხო ლაბორატორიული კვლევების სიზუსტისა და სანდოობის ამაღლებას, აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის როლს. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი სწავლებების და ტექნიკური კონსულტაციების შესაძლებლობებზე" - უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტი (ÚKSÚP) სლოვაკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული საკონტროლო და საგამოცდო ორგანიზაციაა. ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, სერტიფიცირებასა და აკრედიტებულ ლაბორატორიულ კვლევებს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის, ცხოველის საკვებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები