მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია როგორც EU-სთვის, ისე ჩინეთისთვის" - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო
BM. GE
20.10.23 16:19
28

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის 2018 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

„საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი შედის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში. დღეისთვის რეგიონში მხოლოდ საქართველოს გააჩნია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ერთდროულად აქვს გაფორმებული ევროკავშირთანაც და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთანაც. მისივე თქმით: „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით".

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის მნიშვნელოვან როლსა და ქვეყნის სატრანზიტო ჰაბის ფუნქციაზე.

„საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები