ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში ღვინის ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 9%-ით 194 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის ოდენობაც. ჯამში იანვარ-ოქტომბერში მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
სააგენტოს ცნობითვე, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 20% (4 984 017), ჩინეთი - 13% (4 553 919), აშშ - 10% (881 470), გერმანია - 6% (654 608), ლატვია - 4% (1 440 567), ლიეტუვა - 45% (837 096), იაპონია - 18% (159 262) და დიდი ბრიტანეთი - 72% (631 504).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296 992), შვედეთი - 65% (99 832),
ჩეხეთი - 275% (139 560), ყაზახეთი - 30% (326 4706), ისრაელი - 41% (368 899),
აზერბაიჯანი - 8% (181 727), თურქეთი - 209% (93 330), უკრაინა - 21% (1 0558 377),
რუსეთი - 5% (49 064 224), მონღოლეთი - 174% (402 810), ბელარუსი - 17% (3 348 501) და
ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.




























