2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს კარტოფილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაეზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატის მონაცემებით, კარტოფილი იმ პროდუქტების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც მნიშვნელოვნად გაძვირდა. ივლისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, კარტოფილი ფასი 55%-ით არის გაძვირებული.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში (6 თვე) საქართველომ 78 226 ტონა კარტოფილის რეალიზაციიდან $26.5 მილიონის შემოსავალი მიიღო.
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ მხოლოდ 2 578 ტონა კარტოფილი $886 ათასად გაყიდა. შესაბამისად, კარტოფილის ექსპორტი დაახლოებით 30-ჯერ გაიზარდა ანუ 2934%-ით გაიზარდა.
საქართველოსთვის 2025 წელს კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზედაც კარტოფილის ექსპორტის 77% მოდის. იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით 50 347 ტონა კარტოფილი გაიყიდა და საქართველომ $20.5 მილიონის შემოსავალი მიიღო.
საქართველოს კარტოფილის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/6 თვე):
- რუსეთი - $20.5 მლნ, 50 347 ტონა;
- აზერბაიჯანი - $3.7 მლნ, 20 259 ტონა;
- ბელარუსი - $1.3 მლნ, 3 090 ტონა;
- სომხეთი - $796 ათასი, 3 743 ტონა;
- ყაზახეთი - $ 84 ათასი, 394 ტონა;
- თურქმენეთი - $47 ათასი, 239 ტონა.
- მოლდოვა - $18 ათასი, 129 ტონა;
- უზბეკეთი - $4 ათასი, 22 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, მცირედი ზრდა აქაც შეინიშნება. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველომ $3.5 მლნ-ის ღირებულების 7 458 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, 22.2%-იან ზრდას აჩვენებს ($2.3 მლნ, 6 102 ტონა).
წელს, 6 თვეში, ქვეყნისთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთი გახდა. სადაც, საქართველომ 5 054 ტონა კარტოფილი შეისყიდა და მასში $1.3 მლნ გადაიხადა.
2025 წლის 6 თვეში კარტოფილის მთავარი საიმპორტო ბაზრები საქართველოსთვის ასეთია:
- თურქეთი - $1.3 მლნ, 5 054 ტონა;
- გერმანია - $1.2 მლნ, 956 ტონა;
- ეგვიპტე - $552 ათასი, 960 ტონა;
- ნიდერლანდები - $247 ათასი, 221 ტონა;
- აზერბაიჯანი - $130 ათასი, 199 ტონა.




























