თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთი დიდი შავი ფურცელი. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.
“თუ არ ხარ მტერი შენი პატარა, მრავალტანჯული ქვეყნის, რომელმაც ძლივს - აი, როგორც ახალდაბადებული, გინახავთ ალბათ, ბოჩოლა, რომ ვერ დგება ფეხზე, თავი შეიკავა, დაიჭირა და გადადგა პირველი ნაბიჯები და შენ ამ დროს თავში ურტყამ წიხლებს - ამას აკეთებდა ქალბატონი პრეზიდენტი ბოლო წლების განმავლობაში - ჩვენ მხოლოდ ამ დარტყმებს ვიგერიებდით”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.