2021 წელს საქართველომ 4 997 ტონა სანელებლების ექსპორტით 11.073 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოდ 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო რეალიზებული საქონლის მოცულობა გასული წლის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება.
გასულ წელს ყველაზე დიდი მოცულობით კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები საქართველოდან რუსეთში, ჩინეთსა და უკრაინაში გაიყიდა. აღსანიშნია ისიც, რომ 2021 წელს აშშ ტოპ საექსპორტო ბაზრებს შორის მოხვდა. TOP-10 საექსპორტო ბაზრის ჩამონათვალი კი ასეთია:
1. რუსეთი - 4.2 მლნ დოლარი, 1 730 ტონა;
2. ჩინეთი - 3.1 მლნ დოლარი, 1 627 ტონა;
3. უკრაინა - 1.2 მლნ დოლარი, 574 ტონა;
4. აშშ - 1.1 მლნ დოლარი, 235 ტონა;
5. ფილიპინები - 206.5 ათასი დოლარი, 99 ტონა;
6. ყაზახეთი - 189.5 ათასი დოლარი, 139 ტონა;
7. სომხეთი - 170.8 ათასი დოლარი, 73 ტონა;
8. უზბეკეთი - 153.4 ათასი დოლარი, 239 ტონა;
9. მოლდოვა - 116 ათასი დოლარი, 51 ტონა;
10. ესპანეთი - 99 ათასი დოლარი, 27 ტონა;
გარდა ამისა, მცირე მოცულობებით სანელებლების ექსპორტი ბულგარეთში, ისრაელში, ნიგერიაში, ბელარუსში, თურქმენეთში, ლატვიაში, პოლონეთში, ტაჯიკეთში, ინდოეთში, ჩეხეთში, ყირგიზეთში, თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.
ამავე პერიოდში საქართველომ 916 ათასი დოლარის ღირებულების 546 ტონა კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები შეიძინა, რაც მოცულობით 2020 წლის იმპორტს მცირედით აღემატება, ღირებულებით კი ჩამორჩება. (2020 წელი - 1.2 მლნ დოლარი, 537 ტონა). საიმპორტო ბაზრებს შორის კი ნიდერლანდები, ინდოეთი, თურქეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნებია.