მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ შარშან $19 მილიონის ყავა იყიდა

61f7fdab90c4a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.22 00:06
935
საქართველომ 2021 წელს 19 მლნ დოლარის ღირებულების 6 437 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკით იმპორტირებული საქონლის ღირებულება 2020 წელთან შედარებით 22.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 19.3%-ით. იმპორტირებული საქონლის მოცულობა კი 2020 წელთან შედარებით 1.6%-ით მეტია, თუმცა 2019 წელს შემოტანილი ყავის მოცულობას 1.3%-ით ჩამორჩება. (2020 წელი 15.6 მლნ დოლარი, 6 337 ტონა; 2019 წელი - 17.3 მლნ დოლარი, 6 523 ტონა).

გასულ წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ყავა ინდონეზიაში იყიდა. TOP-5 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. ინდონეზია - 7 მლნ დოლარი, 3 447 ტონა;
2. რუსეთი - 2.3 მლნ დოლარი, 583 ტონა;
3. იტალია - 2.1 მლნ დოლარი, 214 ტონა;
4. გერმანია - 2.1 მლნ დოლარი, 385 ტონა;
5. ვიეტნამი - 2 მლნ დოლარი, 995 ტონა;

გარდა ამისა, სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, ავსტრიიდან, ბულგარეთიდან და უგანდიდან იმპორტირებული ყავის ღირებულება, თითოეულის შემთხვევაში 100 ათასიდან 1 მლნ დოლარამდეა. მცირე მოცულობებით ყავა ქვეყანამ ბრაზილიაში, ესპანეთში, კამერუნში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ჩინეთში, ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებშიც შეიძინა.

გასულ წელს საქართველომ მცირე რაოდენობით ყავის ადგილობრივი ექსპორტიც განახორციელა, რა დროსაც ექსპორტირებული 113 ტონა მოხალული ან მოუხალავი საქონლის ღირებულებამ 405 ათასი დოლარი შეადგინა. ეს გასული წლების ექსპორტს აღემატება (2020 წელი - 172.7 ათასი დოლარი, 48 ტონა; 2019 წელი - 117.7 ათასი დოლარი, 13 ტონა).

საქსტატის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი რუსეთით იწყება, სადაც 191 ათასი დოლარის 29 ტონა ყავა გავიდა, შემდეგ კი სომხეთი (161 ათასი დოლარი, 76 ტონა), საბერძნეთი (20 ათასი დოლარი, 3 ტონა); აზერბაიჯანი (15.9 ათასი დოლარი, 2 ტონა), აშშ (7 ათასი დოლარი) და სხვა ქვეყნები მოდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები