"საქართველომ, შესაძლოა, 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს [აზერბაიჯანის] პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივას, რომელსაც [თურქეთის] პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმაც დაუჭირა მხარი - "3+3" მექანიზმის შექმნას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასა და მათ სამეზობლოში მყოფ სამ ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. პირველი კონტაქტები უკვე შედგა, ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება", - განაცხადა ლავროვმა.