საქართველომ, შესაძლოა, აზერბაიჯანიდან ბენზინის იმპორტი გააახლოს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ბაქო ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოებას იწყებს. სოკარ ჯორჯიაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა როდიდან დაიწყებს კომპანია აზერბაიჯანული ბენზინის შემოტანას, ამ ეტაპზე უცნობია.