მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავადვე უნდა გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები - ღარიბაშვილი

ილჰამ ალიევი

უნდა შევძლოთ და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ზოგადად სამხრეთ კავკასიაში ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია.

ახლაც მზად ვართ, რომ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მედიაციის, ფასილიტაციის თუ სხვა კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში. თბილისი ყოველთვის მზად არის,მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები