საქართველომ ტრაილერების გატარებით 2024 წელს 2.5 მლნ ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველომ სატრანზიტო ტრაილერების გატარებით 179.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ეს 1.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შემოსავალი გზათსარგებლობიდან
- 2024 წელი - 179.4 მლნ ლარი
- 2023 წელი - 181.9 მლნ ლარი
თითო სატრანზიტო სატვირთო ქვეყნის გზებით სარგებლობისთვის 350 ლარის გადასახადს იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს საზღვრები 512 665 სატვირთომ გადალახა. 2023 წელს 7 331 -ით მეტმა 519 996 ტრაილერმა გაიარა.
რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს. 2024 წლის დეკემბერში გზების სარგებლობიდან ბიუჯეტში 14 946 352 ლარის მობილიზება მოხდა, სულ ქვეყნის გზებით 42 704 ტრაილერმა ისარგებლა.