მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ იქნებიან - სახდეპი

645de7ad91003
მარიამ ვარადაშვილი
12.05.23 11:23
842
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ამბობს, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა ქართული კომპანიები დასანქცირდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ როცა დასავლეთი სრულად დისტანცირებულია რუსეთისგან, ამ პირობებში ურთიერთობების გაღრმავების დრო არ არის.

“ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა. თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიქნებით, იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში იქნებიან სანქციების რისკის ქვეშ, თუკი მოემსახურებიან ავიახომალდს, რომელიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს. სრულიად დასავრული საზოგადოება დისტანცირდა რუსეთის რეჟიმისგან და ახლა დრო არ არის იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველ ხალხს სავარაუდოდ, ურჩევნია პრეზიდენტმა პუტინმა რუსული ჯარები გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული 20%-დან, იმას, რომ აღდგეს პირდაპირი ფრენები და სავიზო რეჟიმი შეიცვალოს”,-ამბობს ვედანტ პატელი.

2019 წლის ზაფხულიდან, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები