მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა გაიზარდა - მეორე კვარტალის სტატისტიკა

მგზავრები

2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.6-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 3.3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ საქსტატის საჰაერო ტრანსპორტის ძირითად მაჩვენებლებშია აღნიშნული.

უფრო დეტალურად, II კვარტალში გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 794 100 მგზავრს მოემსახურა, რაც 25.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - აეროპორტებმა მიიღო 911.4 ათასი მგზავრი (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 882.7 ათასი მგზავრი (26.1 პროცენტით მეტი). საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.8% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტებიდან 7 700 სამგზავრო რეისი შესრულდა, რაც 26.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები