მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 27%-ით გაიზარდა - რომელი აეროპორტი მოემსახურა ყველაზე მეტ მგზავრს?

ავიაცია

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 27%-ით მეტია 2023 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 75%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 36%-იანი ზრდა აჩვენეს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 646 210 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 822 687 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 3 904 125 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი 4 941 085 მგზავრს.

რაც შეეხება მგზავრთნაკადს საერთაშორისო აეროპორტების მიხედვით:

  1. 2024 წლის 8 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 168 814 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა;
  2. 2024 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 112 218 მგზავრი გაატარა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 6%-იანი ზრდაა;
  3. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 637 511 მგზავრი გაატარა, რაც 44%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შესრულებული რეისების რაოდენობა (რეგულარული და ჩარტერული) 2024 წელის 8 თვეში 21 615-ია. 2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებით - 26%; ზრდა 2023 წელთან მიმართებით - 28%.

საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით გასულ წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და 191 517 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. რაც პოსტპანდემიურ 2019 წელზე 113%-ით მეტია.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შეადგენს 14979.679 ტონას. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა გაზრდილია 23%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები