შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "NAV DURGA" დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ელი პრიმა მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "თ" ქვეპუნქტით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
საზღვაო ხომალდების GPS მონაცემების თანახმად, ინდური ტანკერი საქართველოს აკვატორიაში, ყულევის პორტის მიმდებარედ იმყოფებოდა.