მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკი - პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის

BM.GE
25.09.19 00:00
896
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, მათთვის სპეციალური ტრეინინგი გაიმართა, სადაც მეწარმეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა. ტრეინინგის პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შედგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ჩართულობით, "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის მონაწილეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები