მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონედ დასახელდა

Euromoney-იმ 2023 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში საქართველოში საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა. 1992 წლიდან Euromoney-ი მიზნად ისახავს ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენასა და აღიარებას, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.

წელს განსაკუთრებული ყურადღება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას დაეთმო. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დასახელდა.

საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, როგორებიცაა განათლების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.

სტუმარი: ანა ლომთაძე - საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები