მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი x ვაზისუბნის მამული - მრავალწლიანი ისტორია და კომპანიის სამომავლო გეგმები მწვანე მიმართულებით

საქართველოს ბანკი
19.12.23 14:37
478
სტატიაში საუბარია:

ას წელზე მეტია, რაც ვაზისუბნის მამული ქართული ღვინის აღმატებულებასა და უნიკალურობას მომხმარებლებს უზიარებს. ეს ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულება სათავეს ჯერ კიდევ 1891 წლიდან იღებს, როდესაც გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ, სულხან ჭავჭავაძემ კახეთის შუაგულში კულტურული ცენტრი შექმნა.

წლების განმავლობაში, სასახლის ტერიტორიაზე ღონისძიებები და შეკრებები ტარდებოდა, ხოლო გარშემო არსებული ვენახის მოსავლისგან უმაღლესი ხარისხის ქვევრის ღვინო მზადდებოდა. მართალია, დროსთან ერთად სასახლის დანიშნულება არსებითად შეიცვალა, თუმცა მეღვინეობის ტრადიცია არსად გამქრალა და ვაზისუბნის მამული ისევ ურყევად რჩება ბრწყინვალების ეტალონად.

ამჟამად ვაზისუბნის მამული დაკავებულია როგორც ქვევრისა და საკოლექციო ღვინოების შექმნით, ასევე სტუმარმასპინძლობითა და დამსვენებლებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზებით. ისტორიული სასახლე, რომელმაც ინგლისელი და ქართველი არქიტექტორების გუნდის დახმარებით ახალი სიცოცხლე დაიწყო, დამსვენებლებს ახლა უკვე სასტუმროს, რესტორნისა და ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის როლში ხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაზისუბნის განვითარების პროცესი ამით არ დასრულებულა, მომავალი წლიდან დაგეგმილია ვენახის ნაწილობრივ ბიომეღვინეობის პრინციპზე გადაყვანა და დაძველების სივრცის აქტიურად გამოყენება, რათა მოხდეს საუკეთესო მოსავლის ღვინის ბოთლებში დაძველება.

ვაზისუბანი მხოლოდ ამ მიმართულებით როდი ვითარდება, მამულის მესვეურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადობა, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მამულში მზის პანელები განთავსდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $279,000 შეადგენს და მისი მიზანი მამულის სრული ტერიტორიის განახლებადი ენერგიით მომარაგებაა.

„ვაზისუბნის მამულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადობა და გარემოზე ზრუნვა, ამიტომ განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელებაზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით. საქართველოს ბანკი დაგვეხმარა როგორც პროექტის დაფინანსებაში, ისე ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებითა და კონსულტაციით. კომფორტულია, როცა პარტნიორებს მსგავსი ინტერესები და პრიორიტეტები აქვთ.

მწვანე მიმართულება ვაზისუბნის მამულის განვითარებისთვის პრიორიტეტულია. გვჯერა, რომ ნებისმიერი ბიზნესის პასუხისმგებლობაა განსაზღვროს ოპერირების სწორი გზები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ როგორც საზოგადოებაზე, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე.

მეღვინეობის კუთხით, ვმუშაობთ ბიოვენახების განვითარებაზე. ასევე წარმოების პროცესს წარვმართავთ ნულოვანი ნარჩენების პრინციპით.

გარდა ამისა, ჩვენი რესტორნის მომარაგებას უზრუნველვყოფთ ჩვენივე სათბურიდან, ასევე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ფერმერებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტებით გვამარაგებენ“, – გვეუბნება გიორგი კორსანტია, ვაზისუბნის მამულის ბიზნესის განვითარების დირექტორი

მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკისთვის სასტუმროებისა და აგრობიზნესის განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით ბანკს არაერთი მასშტაბური პროექტი განუხორციელებია. ვაზისუბნის მამულისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა კი უკვე დიდი ხანია წარმატებით გრძელდება.

„ვაზისუბნის მამული, გარდა იმისა, რომ დიდი ისტორიისა მქონე კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, არის წარმატებული ბიზნესი, რომელიც გამორჩეულად მაღალი სტანდარტის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ამასთანავე, ის ორიენტირებულია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც ამცირებს ეკოლოგიასა და კლიმატზე უარყოფითი გავლენას.

მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მათთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მწვანე პროექტების განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას.

სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება ჩვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, მწვანე ინვესტიციები ამცირებს კომპანიების საოპერაციო ხარჯებს და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე, რაც როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც განაპირობებს. მსგავსი ტიპის ინვესტიციების მხარდაჭერით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ მწვანე მომავლის შექმნაში, გავზარდოთ საზოგადოებრივი ინფორმირებულობა და დავეხმაროთ პარტნიორებს გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაში.

თითოეული ბიზნესის დაფინანსების სტრუქტურა მორგებული გვაქვს მათ მიმდინარე ფინანსურს საჭიროებებსა და შესაძლებლობაზე. პარტნიორი კომპანიების ხელშეწყობას ვცდილობთ ერთობლივი მარკეტინგული კამპანიებით და ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში სასტუმროს ჯავშნების წახალისებით. ამავდროულად, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამებში ჩართვით, შესაბამის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდით ვცდილობთ, სტიმული მივცეთ საქართველოში მწვანე ინვესტიციების განხორციელებას და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, “საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები