მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის" და მედიათეკის ერთობლივი პროექტი

BM.GE
22.11.18 10:34
1277
ოდესმე თუ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების სტუმარი ყოფილხართ მის დასახასიათბლად და აღსაწერად ბევრ დადებით ეპითეტს გამოყენება ალბათ არ გაგიკვირდებათ. ერთგული სტუმრებისთვის და მათთვის ვისაც ეს სივრცეები ჯერ ათვისებული არ აქვს სიახლე გვაქვს. საქართველოს ბანკის დახმარებით მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება.

ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება - მედიათეკის აბონემენტების შეძენა კვლავ ძველი ტარიფით იქნება შესაძლებელი. გაზრდილი სამუშაო საათებისთვის საჭირო ფინანსებს საქართველოს ბანკი გამოყოფს.

სტუმრები: ნინია მაჭარაშვილი - თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი;
ხათუნა კაკაბაძე - საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები