მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, “გასტრონომ ჯგუფი” 2024 წელს რამდენიმე ახალ ობიექტს გახსნის

საქართველოს ბანკი
08.12.23 10:30
3726
სტატიაში საუბარია:

“გასტრონომ ჯგუფი”, რომელიც ქართულ ბაზარზე მე-5 წელია ოპერირებს, პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელს, რესტორნებს, კონცეპტუალურ შოურუმსა და ახალ პროექტს - Brunch by Gastronome-ს აერთიანებს. როგორც “გასტრონომის” გენერალური დირექტორი გიორგი გეთიაშვილი აღნიშნავს, კომპანია, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე რამდენიმე ახალ ფილიალს გახსნის.

“2023 წლის დეკემბერში, ბათუმში Bistro By Gastronome- ის ახალი ფილიალი გავხსენით და წლის ბოლომდე თბილისში Kitchen and Living-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. გარდა ამისა, 2023 წელს “გასტრონომ ჯგუფმა” კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რასაც "გასტრონომ ბრანჩი“ ჰქვია და რომელიც მომხმარებელს ფრეშ სალათებს, სენდვიჩებს, ვიტამინ შოთებს, სმუზებს და სხვა პროდუქტებს სთავაზობს. 2024 წელს აღნიშნული მიმართულების განვითარებას და მინიმუმ 15 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ”, - ამბობს “გასტრონომის” გენერალური დირექტორი - გიორგი გეთიაშვილი.

ამასთანავე, კომპანია 2024-26 წლებში კიდევ რამდენიმე ახალ ობიექტს და ჰიპერმარკეტს გახსნის.

“2024 წელს თბილისში იტალიური რესტორნისა და “ვაინ ბარის” გახსნა გვაქვს დაგეგმილი, წყნეთში კი "გასტრონომი“-ს კიდევ ერთი ფილიალი დაემატება. 2026 წელს კი „გასტრონომი“-ს ახალი ჰიპერმარკეტი გაიხსნება, რომელიც მომხმარებლებს არსებულისგან თვისობრივად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს და, რაც მთავარია, ყველა ეს პროექტი განხორციელდება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით”, - აცხადებს გიორგი გეთიაშვილი

“გასტრონომ ჯგუფისა” და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა 4 წელზე მეტს ითვლის და როგორც გიორგი გეთიაშვილი აღნიშნავს, ამ პერიოდში, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

“ჩვენ თამამად ვიწყებთ ნებისმიერ ახალ პროექტს და ვუმკლავდებით ახალ გამოწვევებს “საქართველოს ბანკთან” პარტნიორობით. ჩვენი თანამშრომლობა არ მოიცავს მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას, ის გამოიხატება სხვადასხვა ერთობლივი აქციების ორგანიზებით SOLO-ს თუ WM მომხმარებლებისთვის. მსგავსი ტიპის ერთობლივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება”, - აცხადებს გიორგი გეთიაშვილი.

საქართველოს ბანკი ბაზარზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას, წლებია ხელს უწყობს. ბანკის “გასტრონომ ჯგუფთან” პარტნიორობა, როგორც საბრუნავი საშუალებების, ასევე ახალი ობიექტებისა და ფილიალების გახსნის ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. “ერთობლივად გავხსენით პრემიუმ დელიკატესების მაღაზია - Gastronome, რომელიც 6 ფილიალით არის წარმოდგენილი ბაზარზე, კონცეპტუალური შოურუმი Kitchen and Living, 3 პრემიუმ ხარისხის რესტორანი, მათ შორის, სრულიად უნიკალური კონცეფციის - Argentinian Steakhouse-ი. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები და შედეგიც სახეზეა. კომპანია არ ჩერდება და მუდმივად ნერგავს სიახლეებს და აფართოებს ქსელს”, - აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი, “საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

მისი თქმით, კერძო სექტორის განვითარებაში ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც განაპირობებს, რის გამოც ბიზნესის მხარდაჭერა ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. “მიგვაჩნია, რომ ეკონომიკურად გამართული პროექტები ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას, ახალ სამუშაო ადგილებს და კიდევ უფრო მეტ ფინანსურ რესურსს იმისთვის, რომ კომპანიებმა უფრო მეტი პროექტი განახორციელონ და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესებისთვის სანდო პარტნიორად ყოფნას, მათ მხარდაჭერას არსებული ბიზნესის განვითარებასა თუ ახალ წამოწყებებში”, - აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი.

ინფორმაციისთვის, “გასტრონომ ჯგუფის” ობიექტები ბაზარზე ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით გამოირჩევა. Gastronome-ში პროდუქციის 99% იმპორტულია და საქართველოში ანალოგი არ აქვს.