მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია

64429582efbe5
BM.GE
21.04.23 17:52
9920
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. კერძოდ, ლევან ყულიჯანიშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს, საოპერაციო მიმართულებით, 12 მაისს თანამდებობას დატოვებს. მის ძირითად მოვალეობებს დროებით, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი შეასრულებს, იმ დრომდე, სანამ არ შეირჩევა ახალი COO.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ლევანს ბანკში მრავალწლიანი, თავდადებული საქმიანობისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანკის განვითარებაში და მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სახელით წარმატებებს ვუსურვებ მას. მე დროებით გავუწევ ზედამხედველობას მთავარი ოპერაციული ოფიცრის ფუნქციებს, სანამ არ შეირჩევა ახალი COO. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად ჩვენ ფოკუსირებას გავაკეთებთ ბანკის back-office-ის ოპერაციების განახლებასა და შემდგომ დიჯიტალიზაციაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები