მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

საქბანკი
01.08.24 14:08
30

საქართველოს ბანკი აგრძელებს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური და საგადასახადო საკითხები გააცნო.

ღონისძიების მონაწილეები საგადასახადო კოდექსში და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებში შეტანილ ცვლილებებს გაეცნენ. ასევე განიხილეს საკითხი ახალი საჯარო გადაწყვეტილება გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე.

„რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებს, შემდეგ კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საპასუხოდ, რელევანტურ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ამჯერად, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან, მათ შორის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ფინანსური და საგადასახადო საკითხები მიმოვიხილეთ. ფინანსური საკითხების მოწესრიგება ამ ტიპის ბიზნესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად, მათ არაერთ შეკითხვაზე მიიღეს კვალიფიციური პირებისგან პასუხები და რეკომენდაციები. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესებზე მორგებული პროექტების ან შეთავაზებების აღმოსაჩენად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური საქართველოს ბანკი ბიზნესის ფეისბუქ გვერდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები