მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს

62d9036c09187
BM.GE
21.07.22 11:40
471
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 25 ივლისს, 20:00 საათზე, DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს. ღონისძიებას მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი და დიჯიტალიზაციაში ევროკავშირისა და GIZ-ის ლოკალური ექსპერტი, ქეთი მეფარიშვილი გაუძღვება.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება - დასწრება როგორც Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე ფიზიკურად, მედიალაბში იქნება შესაძლებელი. ღონისძიება განკუთვნილია ციფრული ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აქვს. ინიციატივა DataFest Tbilisi-ის, მედიალაბის, საქართველოს ბანკისა და გრანთ თორნთონის პარტნიორობით ხორციელდება.

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება შედგა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ საინტერესო შეხვედრას. ღონისძიებაზე აუდიტორია მარკეტინგში მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობებზე შეიტყობს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. დარწმუნებული ვართ, აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენი იქნება ქეთი მეფარიშვილის მიერ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3RRFelw

გაითვალისწინეთ, ფიზიკურ სივრცეში დასწრებას მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული შეძლებს.

ინფორმაციისთვის, ქეთი მეფარიშვილს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები