მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის sCoolApp-ს 30 ათასამდე ბავშვი იყენებს“ - ლევან კობახიძე

63b7ebd0485c8
გიორგი არონია
06.01.23 23:00
1164
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის მოსწავლეებზე გათვლილ საბანკო აპლიკაციას, sCoolApp-ს, რომელიც ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა, ოცდაათი ათასამდე ბავშვი იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა აპლიკაციამ ქართულ ბაზარზე დადებითი შეფასება მიიღო, რადგან რიგ შემთხვევებში, ის საბანკო ოპერაციებს საგრძნობლად ამარტივებს.

„sCoolApp-ის გაშვების შემდეგ ძალიან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ. ასე ცოტა დროში, აპლიკაციაში დაახლოებით ოცდაათი ათასი ბავშვი არის რეგისტრირებული. ერთი, რაც ამ პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევს ისაა, რომ ბავშვს აპლიკაციაში რეგისტრაცია სრულად დისტანციურად შეუძლია - ფილიალში მისვლა აუცილებელი არ არის. ადრე, ეს პროცესი არც თუ ისე მარტივი იყო. ბანკის ფილიალში მისვლა ბავშვს მშობელთან, რიგ შემთხვევებში კი, ორივე მშობელთან ერთად უწევდა - ახლა, ეს პროცესი სრულად დისტანციურია. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, პროცესი იწყება sCoolApp-იდან, ხოლო მშობლის დასტური მისი მობილბანკიდან მიიღება“, - აღნიშნავს ლევან კობახიძე BMG TV-სთან საუბრისას.

ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივების გარდა, კობახიძე sCoolApp-ის სხვა უპირატესობებზეც საუბრობს. მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებზე მორგებული შეთავაზებების, თანხის მოთხოვნისა და ციფრული ყულაბის ფუნქციები.

„უშუალოდ აპლიკაციას რაც შეეხება, გამოვყოფდი რამდენიმე საინტერესო ნაწილს. პირველია, ე.წ. „სთორის ტიპის“ ფუნქციონალი, რომლითაც ბავშვები სხვადასხვა ობიექტებზე მრავალფეროვანი შეთავაზებების მიღება შეუძლიათ, საუბარია საკვების, საჩუქრების და მსგავს კატეგორიებზე. ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქცია თანხის მოთხოვნის ფუნქციონალია, ძირითადად თანხის მოთხოვნა მშობლებისგან ხდება. ასევე გამოვარჩევდი კიდევ ერთ საინტერესო პროდუქტს - ყულაბას, რომელიც ფაქტობრივად ყველა ოპერაციის დროს ბავშვებს მცირედი თანხების დაგროვების საშუალებას აძლევს. ბავშვებს, ფაქტობრივად, ციფრული ყულაბა გავუჩინეთ, რომელიც ფიზიკური ყულაბის ფუნქციას ასრულებს“, - განაცხადა ლევან კობახიძემა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ბანკი ბავშვებთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს, რისთვისაც სხვადასხვა თანამედროვე აპლიკაციას იყენებს, მათ შორის Discord-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები