მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება

საქართველოს ბანკი
BM. GE
28.09.23 14:31
54
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაა.  პროგრამა ხუთდღიანია, ის 27 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დასრულდება.

პროგრამის მეექვსე ნაკადში მონაწილეობას 29 მეწარმე ქალი იღებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.

პირველ დღეს პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმობა გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს.  მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნობიან. ასევე, გაიგებენ თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები;  ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა კი ჩვენი ერთ - ერთი

პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” უკვე მე-6  ნაკადს ვიღებთ. ხუთდღიანი პროგრამა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თეორიული ცოდნა გამოცდილი მენტორებისგან, რასაც სამომავლოდ მათი ბიზნესის განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებენ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ და შეხვდნენ სხვა მეწარმეებსა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტებზე მუშაობას“ - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

“გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთი მხარს უჭერენ საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის დახმარება, საქართველოს სრულიად მოიცავს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ეკონომიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, როგორც ქალთა გაძლიერებისთვის ასევე, საქართველოს საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ია დადუნაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერმა.

ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 125 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები