მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკმა” 16.2 მილიონის ევროობლიგაციები გამოისყიდა

62c33e4c27ecd
ნინო ტაბატაძე
04.07.22 23:25
911
“საქართველოს ბანკმა” მის მიერ გამოშვებული ევროობლიგაციების ნაწილი გამოისყიდა.

Bank of Georgia Group-ის ინფორმაციით, მისმა შვილობილმა „საქართველოს ბანკმა“ 16.2 მლნ დოლარის ევროობლიგაციების გამოსყიდვის ოპერაცია გასულ კვირას შეასრულა. შედეგად, ჯგუფს ახლა ევროობლიგაციების 29.5%, ანუ 103.3 მლნ დოლარის ფასიანი ქაღალდები აქვს გამოსყიდული.

350 მლნ დოლარის ევროობლიგაციები „საქართველოს ბანკმა“ 2016 წელს გამოუშვა. ობლიგაციების დაფარვის თარიღი 2023 წელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები