მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკმა“ 2026 წლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

სტატიაში საუბარია:

თანამედროვე ფინანსური ინსტიტუტების გავლენა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით აღარ იზომება, მათი რეალური წონა საზოგადოების განვითარებაში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიციებით განისაზღვრება. სწორედ ამ სტრატეგიული მიდგომის შედეგია საქართველოს ბანკის 2026 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში, რომლის სოციალური ინიციატივებიც ავტორიტეტულმა გამოცემა Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა. ბანკის CSR პოლიტიკა 3 ძირითად საყრდენს აერთიანებს: განათლებას, დასაქმებასა და ბიზნესის მხარდაჭერას. შედეგები მასშტაბურია, რადგან მხოლოდ საგანმანათლებლო მიმართულებით 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება და ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს. ქვეყნის 11 რეგიონში უკვე 30 იდეათეკა ფუნქციონირებს, 2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი, პროგრამა ლიდერატორის მონაწილეთა 80%-მა კი კარიერა სწორედ ბანკში გააგრძელა. ამასთანავე, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში უკვე 125 სტარტაპი ჩაერთო, გარემოს დაცვის მიმართულებით კი ბანკი 740 000 ჰექტარზე განთავსებულ 18 დაცულ ტერიტორიას უჭერს მხარს. რა კრიტერიუმებით იზომება ამ მასშტაბის პროექტების რეალური ეფექტი და როგორ იცვლება სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი?

სტუმარი: ანი ლომთაძე - საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები