საქართველოს ბანკი თავისი გამორჩეული პროექტის, იდეათეკის განხორციელებას აგრძელებს. ამჯერად ჯერი ქუთაისზე, კერძოდ ამ ქალაქის ისტორიულ, კულტურული მემკვიდრეობით სავსე, აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაზე მიდგა, სადაც ბანკმა, თავის მხარდამჭერებთან ერთად რიგით 24-ე იდეათეკა გახსნა.