მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკმა IFC-სთან 100 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

BM.GE
08.08.19 18:15
795
საქართველოს ბანკმა IFC-სთან 100 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის - „შესაძლებლობები მეწარმე ქალებისთვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart-ი განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები